მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძეს და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსგავსი თემები