ევროპული ქვეყნების მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ

ექვსი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ  მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, მათ შორის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორისთვის დამატებითი სანქციების დაწესებით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე შეუერთდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.

„მტკიცედ ვართ მზად, შევინარჩუნოთ ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსული სუვერენული აქტივები გაყინულ მდგომარეობაში, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და არ აანაზღაურებს მის მიერ მიყენებულ ზარალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები