აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს

ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. ისინი აქ მსჯავდებულის, მათე დევიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, “ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო”. მათე დევიძე, 19 ნოემბერს, სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

მსგავსი თემები