,,სამარცხვინო დღე საქართველოსთვის” – სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, გერბი და იუსტიციის ქადაგება. ეს სამივეს შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს გვაკისრებენ. რეალურად, დღეს არის თითოეული ადამიანის შეურაცხყოფა ვინც აქ იმყოფება და არ იმყოფება. ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს ის ქვეყანა და სახელმწიფო აღარაა. ყველა გადაიხდის, ვინც ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. ის მოსამართლე და პროკურორი, არ ვიცი რაც ფიქრობენ და როგორი მომავალი ექნებათ მათ.

მე ვიცი, როგორი მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ისტორიაში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და იქნება მუდამ ღირსების სიმბოლო. ესენი კი იქნებიან მონობის სიმბოლო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები