ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა. ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.