„როგორც ჩანს, გადარჩენილები არ არიან” – ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან, სავარაუდოდ ვერავინ გადარჩა. ინფორმაციას BBC ადგილობრივი პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.

გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საცხოვრებელ რაიონში მოხდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა.

„ჩემმა შვილმა მეორე სართულიდან გადმოხტომა მოახერხა” – ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო კოლეჯის კამპუსს შეეჯახა

მსგავსი თემები