ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „პაციენტს ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ივნისს დაუდასტურდა და გუშინ, 10 ივნისს გარდაიცვალა.

წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა.

 

 

 

მსგავსი თემები