ყვარელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსც 14 ადამიანი დაშავდა.  დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

თვითმხილველების თქმით, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

მსგავსი თემები