UFC-ის ლეგენდარული კანადელი მებრძოლის, ჟორჟსენ-პიერის მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. მან „მანქანისა“ და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დვალიშვილის გენეტიკა შესასწავლია.
„გამორიცხულია, ახსნა, დვალიშვილს ასეთი კარდიო საიდან და როგორ აქვს. არ არსებობს არანაირი პროგრამა, რომელიც ასეთ შედეგს მოგიტანს. შეგიძლიათ, დვალიშვილის ყველა ვარჯიში გაიმეოროთ, კვების იგივე რაციონი გქონდეთ და გააკეთოთ ის, რასაც მერაბი აკეთებს, მაგრამ ასეთ გამძლეობას მაინც ვერ ჩამოიყალიბებთ”, – განაცხადა მწვრთდელმა.