პროკურატურამ განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კამათი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, თავის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები