,,ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები იყოს მჭიდრო”, – ამის შესახებ ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკო ალპარონემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„მინდა, ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვო საქართველოს გენერალურ საკონსულოს. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობები იყოს მჭიდრო. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც, ნებისმიერი კუთხით, სადაც ძალიან აქტიური გვაქვს თანამშრომლობა. მინდა, ხაზი გავუსვა კულტურას.
ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ჩვენთანაც ბევრი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს, ერთმანეთის ენაზე ისაუბრონ და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა მარკო ალპარონემ.