ქართველებს 10 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ – სპეცოპერაცია პოლონეთში

პოლონეთში, დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, კოკაინი ავტომობილის ნაწილებით სავსე ტვირთში ჰქონდათ დამალული.

ამოღებულია 100 კილოგრამზე მეტი კოკაინი, რომლის დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

ქართველებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი თემები