,,დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე” – სიბიგა

,,რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე. მოსკოვმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ უარყოფს მშვიდობას“, – აცხადებს სიბიგა.

მსგავსი თემები