ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განმარტებით, ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიასთან გასამკლავებლად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც კი არ შეუძლია. 

ცოტა ხნით ადრე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონზე ცეცხლის გაჩენაში არასამათავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუმ განმარტა, რომ ამ გზით ისინი მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ. მიზეზი კი მათი დაფინანსების შემცირებაა.

თუმცა მთავრობის ოპონენტები და თავად არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას სწორედ ბოლსონარუს და მის მთავრობას აკისრებენ. მათი განმარტებით, ამაზონზე მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ანტიეკოლოგიური პოლიტიკაა.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80%-ითაა გაზრდილი.

მსგავსი თემები