ლოს-ანჯელესში, სადაც დემონსტრანტები გამოსვლებს მართავენ, კომენდანტის საათი ამოქმედდა. ქალაქის ფართობი, რომელზეც კომენდანტის საათი ვრცელდება, დაახლოებით 1,6 კვადრატული კილომეტრია.
როგორც CNN-ს სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ განუცხადა, კომენდანტის საათი ლოს-ანჯელესის დაახლოებით 100 ათას მაცხოვრებელს შეეხება.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონო შეკრებებში მონაწილეობის მიღებას ან დანაშაულის ჩადენას გააგრძელებს, დაკავებული და დაპატიმრებული იქნება“, – ციტირებს ტელეარხი ლოს-ანჯელესის პოლიციას.