მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს

მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. სასიხარულო ინფორმაციას ჟურნალისტი ბერდია კალანდია ავრცელებს.

მანამდე „თაიმერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწთან, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის მოზარდს ეძებდნენ.

გამოცემის ცნობით, ბავშვს ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები