“ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება.

„გუშინდელი ღამე საშინელი იყო. წინა ღამეც საშინელი იყო. ადამიანები დიდი, მძიმე ჩაქუჩებით ურტყამდნენ ბეტონს და ბორდიურებს, ურტყამდნენ, ამტვრევდნენ და ხალხს აძლევდნენ ბეტონის დიდ ნაჭრებს. ისინი იღებდნენ ამ ბეტონს, ადიოდნენ ხიდებზე და ყრიდნენ მანქანის სახურავზე. ისინი ესროდნენ ჩვენს პოლიციას. ისინი ესროდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იქ არიან და ჩვენ ეს შევაჩერეთ. ახლა ისინი დაკავებული გვყავს. შეხედეთ, ახლა რომ არ ჩავრთულიყავით, ლოს ანჯელესი ისევე დაიწვებოდა, როგორც რამდენიმე თვის წინ იწვოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები