ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მსგავსი თემები