ოჯახი თბილისში დაკარგულ გიორგი ხოშტარიას ეძებს.
“თუ ვინმე შეამჩნევთ ან დაინახავთ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577578855 ან 593316843” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გაუჩინარებული ახალგაზრდა, ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას ძმისშვილია.
“ვეძებთ ჩემ ძმისშვილს, გთხოვთ გააზიაროთ” – წერს ელენე ხოშტარია.