ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დაახლოებით იმ დროს, როდესაც სკოლაზე თავდასხმა მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი.

თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები, 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.

მსგავსი თემები