პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მომავალ წელსაც როდესაც აქ მოვა მიღწევებზე საუბარს არ აპირებს.
“მომავალ წელს და იმის მომავალ წელს, როცა აქ მოვალ, მიღწევებზე საუბარს არ ვაპირებ – ვაპირებ პრობლემებზე საუბარს! გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის!.
აქ ყოფილი სახალხო დამცველი ზის და როცა ის სახალხო დამცველი იყო, მიღწევებზე არ ლაპარაკობდა – ის იმ დროს არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა. მეც არსებულ პრობლებზე უნდა ვილაპარაკო. არ იქნება პერიოდი, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემები ამოწული იქნება – ყიველთვის რაღაც იქნება და სახალხო დამცველმა ამაზე უნდა ილაპარაკოს”- განაცხადა მან.