ტრაგედია ,,ერთა ლიგის” ფინალის დროს

გერმანიაში, მიუნხენში, ,,ერთა ლიგის” ფინალის დროს, გულშემატკივარი დაიღუპა. ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩის მიმდინარეობისას, მამაკაცი ტრიბუნიდან გადავარდა და მიღებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი შუა იარუსიდან ქვედა იარუსზე გადავარდა, შემდეგ კი ,,ალიანს არენას” მედიაზონის კიბეებზე დაეცა.

უეფა-ს განცხადების თანახმად: ,,სამედიცინო ჯგუფის ძალისხმევის მიუხედავად, მამაკაცი, სამწუხაროდ, 00:06 საათზე გარდაიცვალა. ამ რთულ დროს, ჩვენი ფიქრები მისი ახლობლებისკენაა მიმართული”.

მსგავსი თემები