,,პუტინი ომის დასრულებას არ ცდილობს” – ბუდრისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება.

„წუხელ რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორი უკრაინაზე, კიევსა და ოდესაზე დრონებისა და რაკეტების ტალღების გაშვებით. დაბომბეს სამშობიარო განყოფილება და საცხოვრებელი შენობები. დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

პუტინი და მისი იმპერიული ამბიციები მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებად რჩება. ის ომის დასრულებას არ ცდილობს – ის მხოლოდ მეტ სიკვდილს და ნგრევას ცდილობს“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

მისი თქმით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

მსგავსი თემები