ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ითვალისწინებს.
ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობის ფონზე რუბიო წერს, რომ თითოეულ ერს აქვს თავდაცვის არათუ უფლება, არამედ ვალდებულება.
,,არცერთი სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ უცხოელი კრიმინალები შეიფაროს. დაუშვებელია, რომ არალეგალმა კრიმინალებმა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებები განაგრძონ”, – განაცხადა რუბიომ.