ირანის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვირას, 15 ივნისს, ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება.
ირანთან დაკავშირებით, თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს, კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმაც, რომლის თქმითაც, ისინი ბევრს მუშაობენ ირანთან, რათა შეძლონ შეთანხმების გაფორმება და აღნიშნა, რომ ირანული მხარე კარგი თუმცა, ხისტი მომლაპარაკებელია.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარე ითხოვს ისეთ საკითხებს, რისი გაკეთებაც ვაშინგტონს არ შეუძლია. მისივე თქმით, ირანს ასევე არ სურს, უარი თქვას, ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე, რასაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს.