ემანუელ მაკრონი საფრანგეთში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. ნიცაში კონფერენციაზე საუბრისას მაკრონმა პოლიტიკურ პარტიებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

„პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ერთად მუშაობა, როგორც ჩვენი მეზობლები აკეთებენ. აი, რა არის დემოკრატია ისეთ მომენტებში, როდესაც ქვეყანა დაყოფილია”, – განაცხადა მაკრონმა

როგორც მან აღნიშნა, ის აღარ გაიმეორებს იმავე ხრიკს, როგორც ეს შარშან, პარლამენტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გააკეთა, რომლის შედეგებიც მისთვის, არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა.

მსგავსი თემები