რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი საკითხების განსახილველად კონსულტაციების მესამე რაუნდი ძალიან მალე გაიმართება.
„გაღიზიანების გამომწვევ საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციების მესამე რაუნდი ახლოვდება. კონკრეტულ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. არსებობს საკითხების მთელი კომპლექსი, ზოგიერთი უფრო რთული და ზოგი – უფრო მარტივი, თუმცა აშშ-სთან დაკავშირებით მარტივი საკითხები, პრინციპში, არ არსებობს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.