,,ღაზის საკითხი აშშ-ს, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მასშტაბური მოლაპარაკების შუაგულშია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ირანიც ჩართულია.

„ამ დროისთვის ღაზის საკითხი ჩვენ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მასშტაბური მოლაპარაკების შუაგულშია და ირანი, რეალურად, ჩართულია. ვნახავთ, რა მოხდება ღაზასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, მძევლები დავაბრუნოთ. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია, გითხრათ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები