ბელგიაში, ქალაქ ჰასროდში, 16 წლის ბიჭმა დედა და 6 წლის და დანით მოკლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდმა ბრალი უკვე აღიარა.
გამოძიების ინფორმაციით, ბიჭი დედას და ექვსი წლის დას დანით დაესხა თავს, შემდეგ მათ ცეცხლი წაუკიდა და სკოლაში წავიდა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მცირეწლოვანი გოგონა ცოცხალი იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ორმაგი მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.