ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF-ი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

თვითმხილველების თქმით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები