,,ვიქტორ ორბანი უკრაინას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში.
„მას არ ესმის, რომ ამას გაცილებით სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება: უნგრეთის საზოგადოების რადიკალიზაცია და ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება. ის ამით პუტინს სამსახურს უწევს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვიქტორი სერიოზულ ისტორიულ შეცდომას უშვებს. ეს ჩემი პირადი აზრია. თუ ის სათანადო ურთიერთობისთვის მზად არის, მაშინ ჩვენ ამისთვის სამუშაო ჩარჩოს ვიპოვით.
მაგრამ, როგორ შეიძლება, რომ არჩევნებისთვის ჩემი სახე გამოიყენოს? მე მისთვის ამის გაკეთების ნებართვა არ მიმიცია. მე სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. სხვა ქვეყნებში ორბანის ბილბორდები არ არის, რადგან ეს ეთიკური არ იქნებოდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ იცოდა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 2024 წლის ივლისში კიევში ვიზიტის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრებოდა.