რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვეს

რუსეთში გაუჩინარებული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თვითმფრინავი იპოვეს, ყველა ცოცხალია“, – დაწერა იაკუტიის ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ევგენი პერფილიევმა „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, მსუბუქი მრავალფუნქციური „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იუკუტიაში დღეს დილით მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ტყის ხანძრების საჰაერო მონიტორინგს ახორციელებდა.

„როსავიაციის“ ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი.

მსგავსი თემები