გრეტა ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება

ისრაელი გემ Madleen-ზე მყოფ გრეტა ტუნბერგს შვედეთში აბრუნებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება.

ცნობისთვის, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, სხვა აქტივისტებთან ერთად, ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, რომელიც ისრაელის ძალებმა შეაჩერეს. გემი Madleen-ი ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიემართებოდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში დახმარების მისაწოდებლად არსებობს გზები, რომლებიც არ მოიცავს „ინსტაგრამის“ ე.წ. სელფებს.

მსგავსი თემები