,,უცნაური ადამიანია, ვფიქრობ, მან სიბრაზის მართვის კურსი უნდა გაიაროს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შვედ გარემოსდამცველსა და აქტივისტს, გრეტა თუნბერგს, რომელიც ისრაელის მთავრობამ სხვა აქტივისტებთან ერთად იმ დროს დააკავა, როცა ღაზასთვის გემით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ცდილობდნენ, „სიბრაზის მართვის კურსის გავლას“ ურჩევს.

„ის უცნაური ადამიანია. ის ახალგაზრდა, გაბრაზებული ადამიანია. ის ნამდვილად განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ მან სიბრაზის მართვის კურსი უნდა გაიაროს. ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია მისთვის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, რა არის მისი მესიჯი თუნბერგისთვის.

ისრაელის საგარეო უწყებამ დღეს განაცხადა, რომ გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაციას განახორციელებს.

მსგავსი თემები