,,მნიშვნელოვანია, საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში” – შალვა პაპუაშვილი

,,მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნა არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.

„მინდა თამარ ტალიაშვილს მივულოცო აშშ-ში ელჩად დანიშვნა. ის ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა, მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ.

გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს

მსგავსი თემები