,,ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს” – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად ჯარების განლაგების გადაწყვეტილებს ეხმაურება.

„ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს. ჩვენ მხარს დავუჭერთ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ძალადობრივ დამნაშავეებს აკვირდებიან, გვარდიის წევრებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ და ICE აგენტებს, რომლებიც ჩვენი იმიგრაციის კანონებს აღასრულებენ“, – წერს ჯეი დი ვენსი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 ჯარისკაცის განლაგება დაამტკიცა.

მსგავსი თემები