ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა. Reuters-ის ცნობით, ჰოდეიდას პორტზე სარაკეტო დარტყმები ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განახორციელა.
სარაკეტო დარტყმებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი რას-ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
„ჰუსიტების“ ინფორმაციით, ისრაელმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.