რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იაკუტიაში გაუჩინარებულ მსუბუქ მრავალფუნქციურ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებს. რუსული მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენიცაა ჩართული.
კომპანია „მიან“-ის კუთვნილი თვითმფრინავი ფრენას ტომპონსკის რაიონის ტყეების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა.
როგორც „როსავიაციაში“ აცხადებენ, საავარიო რადიოსიგნალი იაკუტიაში გააქტიურდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი