“საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა”- ვისთვის მკაცრდება კანონი?!

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

მამუკა მდინარაძის თქმითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე.

“არსებული გამწვევების ადეკვატურად, გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა – საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა”,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები