“მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის”- მარკ რუტე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად  ომისთვის უნდა მოემზადონ. მისი თქმით, ნატო უნდა გახდეს უფრო ძლიერი და ლეტალური. როგორც მან განაცხადა, ის ელოდება, რომ ჰააგის სამიტზე ლიდერები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდებიან.

„ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის. სასურველის რეალობად აღქმა მშვიდობას არ უზრუნველყოფს. საფრთხეს ვერ უგულებელვყოფთ, იმედი არ არის სტრატეგია. ნატო უნდა გახდეს უფრო ძლიერი და უფრო ლეტალური ალიანსი. უფრო ძლიერი ნატო ნიშნავს ჩვენს თავდაცვაზე მეტ ხარჯვას. ყველა მოკავშირე მიმდინარე წელს მიაღწევს თავდაპირველ სამიზნეს – თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორ პროცენტამდე გაზრდას. ეს იყო ჯერ კიდევ 2024 წლის დაპირება. ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა მომავლისთვის. ჩვენ ვიცით, რა გვჭირდება და ვიცით, რა გავაკეთოთ. ჰააგის სამიტზე, მე ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან თავდაცვაზე დახარჯონ მშპ-ს 5%”- განაცხადა მარკ რუტემ.

მსგავსი თემები