,,გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის და არც ანტარქტიკა არ იყიდება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ოკეანეების დაცვისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე განაცხადა.
„ოკეანეებისთვის ბრძოლის მოსაგებად, ჩვენ გვჭირდება მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს დანიის ავტონომიურ ტერიტორიას ეწვევა, სადაც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენთან და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ჩრდილო-ატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.