კრემლის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა.
მას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში შეტევას ვლადიმერ პუტინის მიერ დაპირებული ბუფერული ზონის შესაქმნელად.
„მათ შორის, რა თქმა უნდა“, – უპასუხა პესკოვმა და ჟურნალისტი მეტი დეტალისთვის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.