ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
,,ბაბუ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მოტოციკლი დაეჯახა, შემთხვევიდან დაზღვეული არავინ არის, თუმცა გაქცევა ნამდვილად არ არის სწორი და ადამიანური საქციელი”, – ამბობს თვითმხილველი ,,ინფო იმერეთთან”.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.