რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

დღეს, დაახლოებით, 12:00 საათისთვის, რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება.

„ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს. რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავთ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

მსგავსი თემები