ამერიკისა და ჩინეთის დელეგაციები ლონდონში შეიკრიბებიან

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის  წარმომადგენლები, მომავალი კვირის დასაწყისში ლონდონში, სავაჭრო საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.

„აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ახალი, მაღალი დონის მორიგი შეხვედრა ორშაბათს, ლონდონში გაიმართება.  ვაშინგტონი და პეკინი სწრაფად ცდილობენ თავიანთი დაძაბული ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციას“ – განმარტავს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონი საუბარი შედგა და როგორც ტრამპი აცხადებს, დეტალები სწორედ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ შეეცდებოდნენ ფინანსური ბაზრების შერყევის შედეგად გამოწვეული სავაჭრო ომის შემსუბუქებას.

რაც შეეხება შტატების დელეგაციას, მის შემადგენლობაში იქნება ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის წარმომადგენელი ჰოვარდ ლუტნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი.

ინფორმაციისთვის, ტარიფების დაწესების თემა, რომელიც ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ დაძრა, საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, ვისაც ტრამპმა ტარიფები დაუწესა, არამედ თავად შტატებში. საუბარია ტარიფების 145%-მდე გაზრდაზე. კრიზისის შედეგად, კერძოდ, ბაზრის უკმაყოფილებისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებისთვის სერიოზული ზიანის მიყენების  ფონზე, შტატები იძულებული გახდა, ეს თემა დროებით შეეჩერებინა.

 

 

მსგავსი თემები