პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცეს

  •  

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 9 აგვისტოს გამოცემულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცა. 

დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება აუდიოაპარატურის გამართვა, ასევე პრეზიდიუმის იერსახისა და დარბაზის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც.

პარლამენტის აპარატი შესაბამის შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს, თანხა კი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემაზე დეპუტატთა ნაწილი საუბრობდა. კანონპროექტების განხილვისას და კენჭისყრის დროს ეს რამდენჯერმე გაუგებრობის მიზეზიც გახდა.

პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი დინამიკების შესასყიდად თანხის შეგროვების ინიციატივითაც კი გამოვიდა.

მსგავსი თემები