“პრეზიდენტი შვებულებაში იყო და დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას”- პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შვებულებაში იყო და დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას.

მათივე ცნობით, დასვენების პერიოდში პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ასევე, უცხოელ კოლეგებთან.

„პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან.

მოგეხსენებათ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის შვებულება განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ზურაბიშვილის ლოპოტის ტბაზე გადაღებული ფოტოები.

მსგავსი თემები