ოკუპანტების მიერ დაკავებული რვავე ქართველი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული რვავე ქართველი გაათავისუფლეს. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მათ პოლიციის შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაათავისუფლეს.

„რვავე დაკავებული თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ  ემუქრება. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი თემები