“არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით” – ნიკა გვარამია “რუსთვი 2”-ის ჟურნალიტებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ჟურნალისტები, რომლებიც “რუსთავი 2”-ში დარჩებიან, პირდაპირ უნდა თქვან, რომ “ბიძინას ტელევიზიის” თანამშრომლები არიან.

“არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით, – ასე მიმართა მან იმ ყოფილ თანამშრომლებს, ვინც ტელევიზიაში რჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ “კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვებამდე გააკეთეს, რის შემდეგაც, “კურიერი” ეთერში არ გავიდა.

ტელეკომპანიიდან ასევე გაათავისუფლეს გიორგი გაბუნია, საინფორმაციო სამსახურის უფროსი რატი მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მსგავსი თემები