„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება  

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე განიხილება, ნინო შუბლაძეა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  

“ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ – აღნიშნა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ნინო შუბლაძე “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელია. ის, ამჯერად, “ქართული ოცნების” პიარ-ის თანამშრომელია. 

მსგავსი თემები